რუსთავში პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმა მოხდა. პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავში არმატურა ჩაარტყეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებული ჯერ კლინიკა “რუსთავში”, შემდეგ კი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავმა ერთ-ერთ საქმეზე დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავა, რა დროსაც მასზე თავდასხმა მოხდა.