რუსთავში ორსულ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
რუსთავში ორსულ მეუღლეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე – 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11′-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 126′ მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.