რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში საბანაოდ ნასვამი შევიდა და გამოსვლა ვეღარ მოახერხა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.