რუსთავში, მდინარე მტკვარში 13 წლის მოზარდს ეძებენ.
საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მყვინთავები არიან ჩართული. არსებული ინფორმაციით, ის ჯებირიდან გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.