რუსთავში 47 წლამდე მამაკაცი სამშენებლო ობიექტიდან გადმოვარდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მამაკაცი მშენებლობაზე იყო დასაქმებული. ის მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა.
დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცს ფეხის ღია მოტეხილობა აღენიშნება და დიდი რაოდენობის სისხლი აქვს დაკარგული. როგორც საავადმყოფოს მთავარი ანესთეზიოლოგი პაატა პაატიშვილი აცხადებს, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.