რუსთავში მოტოციკლი დაეჯახა ფეხით მოსიარულეებს, რომელთაც საბავშვო ეტლით მცირეწლოვანი გზაზე გადაჰყავდათ
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავარია მოხდა. მოტოციკლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რომელთაც საბავშვო ეტლით მცირეწლოვანი გზაზე გადაჰყავდათ.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი წლის ბავშვი და 33 წლის ქალი დაშავდნენ. ორი წლის ბავშვი კი, რომელიც ეტლით გადაჰყავდათ, დედამ გადაარჩინა.
ოთხი წლის ბავშვს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მედიკოსების შეფასებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დამატებითი გამოკვლევებისთვის ის ციციშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
რაც შეეხება 33 წლის ქალს, მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა და ოპერაცია რუსთაის კლინიკაში ჩაუტარდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.