რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოკლულია დედა-შვილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
მათივე ცნობით, მამაკაცი, რომელმაც დედა-შვილს ესროლა, უკვე დაკავებულია.