რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლულია 37 წლამდე მამაკაცი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიცია და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.