მკვლელობა მოხდა რუსთავში. მეზობლების ინფორმაციით, 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძაა დაკავებული.
მათივე ცნობით, ბავშვს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ადგილის უქონლობის გამო არ მიიღეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.