რუსთავში მე-4 სართულის ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად ორი წლის გოგონა დაიღუპა
რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში მე-4 სართულის ფანჯრიდან ორი წლის გოგონა გადმოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.