რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით 500 ლარი გაიტაცა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მაღაზიაში დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა, თუმცა ჯერ დამნაშავის იდენთიფიცირება ვერ მოხდა, რადგან მას სახე დაფარული ჰქონდა.
მაღაზიის მეპატრონე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.