რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის შვიდ ახლო კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა
რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის შვიდ ახლო კონტაქტს ვირუსი არ დაუდასტურდა

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცის შვიდივე ახლო კონტაქტის პასუხი უარყოფითია. „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა მამაკაცის არც მშობლებს, რც დედმამიშვილებს, ბიძასა და მეგობრებს.

ყველა მათგანი იზოლაციაში იმყოფება და შესაძლოა, უახლოეს საათებში მათი საკარანტინო სივრცეებში გადანაწილება მოხდეს, რათა შემდეგი 14 დღის მანძილზე მათზე დაკვირვება გაგრძელდეს.

ამ დროისთვის ინფიცირებული მამაკაცის 35-მდე გარე კონტაქტია მოძიებული.

„არ დადასტურდა პირველად კონტაქტებზე ვირუსი, თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. 35-მდე გარე კონტაქტია მოძიებული. საინკუბაციო პერიოდიდან გამომდინარე, დაკვირვებას ვაგრძელებთ. პირველადი ინფიცირების წყარო ცნობილი არ არის“, – აცხადებს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.