რუსთავში, „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა.
მშენებლობის პროცესში ამწე ამობრუნდა და სავარაუდოდ, მუშა ქვეშ მოიყოლა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია.