რუსთავში კალათბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შედეგად ორი პირი დააკავეს
რუსთავში კალათბურთის გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებული.
უწყების ცნობით, ორივე დაპატიმრებული ქუთაისის საკალათბურთო გუნდის გულშემატკივარია.
კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფრინალის მეოთხე ეტაპის მატჩი რუსთავისა და ქუთაისის გუნდებს შორის მიმდინარეობდა. კალათბურთის გულშემატკივრებმა საკალათბურთო დარბაზის გარეთ იჩხუბეს.
ქუთაისის გუნდის გულშემატკივრები პოლიციამ შემთხვევის ადგილს გაარიდა და მიკროავტობუსებით ტერიტორიიდან გაიყვანა. რუსთავის გულშემატკივარმა ისინი შეძახილების ფონზე გააცილეს.
ამასთან, საკალათბურთო დარბაზიდან პოლიციამ ყველა მაყურებელი გამოიყვანა და თამაში გულშემატკივრების დასწრების გარეშე გაგრძელდა.
მატჩი ქუთაისის გამარჯვებით, ანგარიშით 63:74 დასრულდა.