რუსთავში, დავით გარეჯის ქუჩაზე მდებარე ჯართის მიმღებ ერთ-ერთ პუნქტში გაზის ბალონი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა შუახნის მამაკაცი, რომელიც ამავე პუნქტში მუშაობდა.
ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახური არიან მობილიზებულნი.