რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი მისივე თანატოლმა გოგონამ დაჭრა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დაჭრილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.