რუსთავში გარემოვაჭრეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ისინი საქმიანობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო გარევაჭრობაა, რისი უფლებაც პანდემიის გამო აღარ ეძლევათ.
მოვაჭრეები საქმიანობის გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულად დახმარებას ითხოვენ.
„ამ აკრძალვით მშიერს გვტოვებენ. არც სამუშაოა, არც დახმარება, რა გავაკეთოთ, სახლში რა მივიტანოთ. ყველა რეგულაციას ვიცავთ, ვართ პირბადით, ხელთათმანებით. მოგვცენ უფლება, რომ ვიმუშაოთ. 200 ლარი მაქვს სესხი გადასახდელი ყოველ თვეში, რით გადავიხადო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გარემოვაჭრეებთან შესახვედრად ადგილზე მივიდა რუსთავის, მერი ირაკლი ტაბაღუა.