რუსთავში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაახლოებით ნახევარსაათიანი წვიმის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, წვიმამ იაღლუჯის მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა, რის გამოც სანიაღვრე არხები მოჭარბებულ წყალს ვეღარ ატარებს.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საავტომობილო მოძრაობაც შეფერხებულია და მანქანით გადაადგილება შეუძლებელია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა.
ქალაქში ამჟამადაც წვიმს.