რუსთავში ჟიული შარტავას დაბადების დღე აღნიშნეს. ეროვნული გმირის დაბადებიდან 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ქალაქის მცხოვრებლებთან ერთად, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე, გენერალ-მაიორი ჟიული შარტავა სეპარატისტებმა 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.
სიკვდილის შემდეგ მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის ტიტული.
ჟიული შარტავა დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში.