რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული
რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული

რუსთავში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, შვიდი ადამიანია დაშავებული.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ავტოფარეხის დემონტაჟის დროს აფეთქდა სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი.

„ადგილზე მუშაობს ყველა შესაბამისი სამსახური“, – აცხადებენ საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აფეთქება დღეს მოხდა.