რუსთავის მე-17 მიკრორაიონში, სამი ადამიანი CO-თი მოიწამლა, მათ შორის, ორი მცირეწლოვანია.
მოწამლული ქალი და მისი ორი შვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მათ პირველადი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „სოკარ გაზის“ რუსთავის ფილიალში აცხადებენ, მოწამვლა არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
გასულ სეზონზე, შემოდგომიდან გაზაფხულამდე CO-თი მოწამლვით რუსთავში 12 ადამიანი გარდაიცვალა.