რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი მდინარე მტკვარში იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 23 კილომეტრში ნახეს.
14 წლის მოზარდს რუსთავში ექვსი დღის განმავლობაში ეძებდნენ.