რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეები კარვების გაშლას არ გამორიცხავენ
რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ციხის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ, დღეს, 21:00 საათზე შეიკრიბებიან.
ორგანიზატორების განმარტებით, სწორედ დღეს გადაწყდება, პროტესტის რა ფორმას მიმართავენ ისინი. ჭყონდიდელის მოსახლეობა დღეს პროტესტის ნიშნად კარვების გაშლასაც არ გამორიცხავს.
რუსთაველები რამდენიმე დღეა ქალაქში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ გუშინ რუსთავის ცენტრალური გზა რამდენჯერმე გადაკეტეს, იუსტიციის მინისტრს გადაწყვეტილების შესაცვლელად კი 24-საათიანი ვადა მისცეს.
ამასთან, აქციის მონაწილეების მოთხოვნას დღეს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არის.