დილიდან საპროტესტო აქცია განახლდა რუსთავში. საწარმო „აზოტთან“ ხელფასის გაზრდის მოთხოვნით რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. გადაკეტილია საწარმოს შესასვლელი.
აქციის მონაწილეები საწარმოში არც ერთ მანქანას არ უშვებენ. საწარმოს გარეთ გაჩერებულია სატვირთოები, რითაც ქარხნიდან გვარჯილის გატანა უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე, მოძრაობენ მხოლოდ ჟანგბადის მანქანები, რომლებიც საავადმყოფოებს ჟანგბადით ამარაგებენ.
ჯერჯერობით აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ შეხვედრიან.