რუსთავში „აზოტის“ საწარმოს თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს.
2 000-მდე თანამშრომელი მეოთხე დღეა გაფიცვას აწყობს. მათ ამ წუთებში რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ხვდება, რომელიც მხარეებს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.
დღესვე აქციის მონაწილეებმა პროფკავშირის შექმნის მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
უკვე მეორე დღეა, გაჩერებულია წარმოება, ბლოკირებულია ქარხნის შესასვლელი.
„აზოტის“ თანამშრომლები ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.