ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. თოდრიას ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა. ავარიის დროს არავინ დაშავებულა.
შედგენილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.