რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე, გაჩიანის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.