რუსთავში არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსთავში, მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას არასრულწლოვნების სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
ორგანიზაციაში ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათი საქმიანობის არეალი მხოლოდ ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობას გულისხმობს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა და 141-ე მუხლებით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობასა და გარყვნილ ქმედებას.
უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. საპატრულო ეკიპაჟი მოსახლეობამ გამოძახა. მესხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები მათი საქმიანობის გამოძიებას ითხოვენ.
ამჟამად ოფისი დაკეტილია.