რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა
რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში ახალგაზრდა ქალი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. თვითმხილველთა განცხადებით, 30 წლამდე ქალი, აივნიდან გადმოვარდნის შემდეგ, მეხუთე სართულის მოშენებაზე დაეცა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. დაშავებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.