რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცს ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს
რუსთავში ორ ახალგაზრდა მამაკაცს სცემეს, რა დროსაც ერთს ბლაგვი საგნით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით, მას ქალაქის ცენტრალურ საავადამყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მეორე შედარებით მსუბუქად დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 118-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ ნაკლებ დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები.