რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მამაკაცი მსუბუქად არის დაჭრილი, თუმცა რა სახის იარაღით აქვს მიყენებული დაზიანება, უცნობია.

თვითმხილველების თქმით, ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარება, თუმცა მამაკაცი რუსთავის არც ერთ კლინიკაში არაა გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.