რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტოფარეხში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.
აფეთქების შედეგად, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება ავტოფარეხის დემონტაჟის დროს მოხდა.