რუსთავში 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
რუსთავში 87 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთი რუსთავში დადასტურდა. ინფიცირებული 87 წლის ქალია.

აღნიშნულ ინფორმაციას რუსთავის „ცხელების ცენტრში“ ადასტურებენ.

პაციენტი მომატებული ტემპერატურით სახლიდან „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანეს, სადაც ინფექცია დაუდგინდა.

87 წლის ქალის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.