რუსთავში, მეგობრობის გამზირზე 30 წლამდე მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცმა დაზიანებები სხეულზე საჯაროდ, სამართებლით მიიყენა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია.
ექიმებმა მამაკაცს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს.