რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარედ, წყლის დიდი ნიაღვარი მიედინება. წყალი სავარაუდოდ იმ არხებიდან მოდის რომლითაც წლების წინ ქალაქის გარშემო არსებული ბაღები ირწყვებოდა. არხები აღარ ფუნქციონირებს, დიდ წვიმას ვეღარ უძლებს, რაც მიმდებარე მიკრორაიონების დატბორვის მიზეზი ხდება. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოფხვრას უახლოეს საათებში შეეცდებიან.