ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – მე-12 მიკრორაიონში „ნისანის“ მარკის ავტომობილი 15 წლის მოზარდს დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და საპატრულო პილიცია.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, გოგონა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მას თავის ტრავმა აღენიშნება.
ექიმის განმარტებით, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
პაციენტს დამატებითი გამოკვლევები უტარდება.