ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 21-ე ტური დასრულდა, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა: 5 შეხვედრაში 21 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ – 4,2 გოლი.
ტური „რუსთავისა“ და „სამტრედის“ მატჩით დასრულდა. მასპინძლები ოთარ მარცვალაძემ 33-ე წუთზე დააწინაურა, სამტრედიელებმა წონასწორობა მალე აღადგინეს: 37-ე წუთზე კოტ-დ’ივუარელმა შემტევმა ნახევარმცველმა, ინტერს გიიმ პენალტი გამოიყენა. 75-ე წუთზე, მარცვალაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „რუსთავმა“ 2:1 მოიგო.
ამ გამარჯვებით, რუსთაველებმა 20 ქულა დააგროვეს, „ლოკომოტივს“ ორი ქულით გადაასწრეს და მე-6 ადგილზე არიან. ხოლო „სამტრედია“ 9 ქულით ისევ ბოლო ადგილზეა და მეოთხე თვე დაიწყება, რაც ეროვნულ ლიგაში არ მოუგია.