რუსთავი უკვე ერთი კვირაა რუსთავქალაქობას სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. რუსთავქალაქობა, რომელიც წელს რუსთავის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა დღეს სრულდება.
ღონისძიებები დილიდან სპორტული მარათონით დაიწყო და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნისადმი მიძღვნილი გარბენი გაიმართა. სპორტულ აქტივობაში სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ყველა ქვედანაყოფი, ასევე ეროვნული გვარდიის, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და დასავლეთ სარდლობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გარბენის გამარჯვებული საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე კაპრალი გიორგი ლომიძე გახდა.
ამ დროისთვის კი, რუსთავში ღონისძიება „გააცოცხლე რუსთავის ისტორია“ მიმდინარეობს, სადაც სტუმრები რუსთავის დაარსებიდან დღემდე მის ისტორიას ეცნობიან.
დღესვე, საპატიო რუსთაველებიც დააჯილდოვეს, რომლებიც მერიის სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. საღამოს, 20:00 საათზე კი, ჯგუფ „რეგიონის“ გალა კონცერტი გაიმართება.