საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” 2017 წელს ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში პირველი ადგილი დაიკავა და ეროვნულ ლიგაში გადავიდა. ეს ამბავი დღეს გუნდმა საზეიმო მსვლელობით აღნიშნა, რომელიც „ფოლადის“ სტადიონზე დაიწყო. ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ხელმძღვანელებმა ერთი საათის განმავლობაში რუსთავში კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას გამზირები გაიარეს და სიმბოლურად მოსახლეობას ბურთები დაურიგეს.
ამით “რუსთავმა” რუსთაველებს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა. აქციაში ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. რუსთავის მერმა ფეხბურთელებს უმაღლეს ლიგაში გადასვლა მიულოცა, გულშემატკივრებს კი აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.