საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” თურქულ შეკრებაზე მეოთხე საკონტროლო მატჩი გამართა. გუნდი საფეხბურთო კლუბ “სენეგალს” დაუპირისპირდა და 6:2 გაიმარჯვა.
გოლები ზაზა ციცქიშვილმა (3) ავთანდილ ბრაჭულმა, ბექა ქავთარაძემ და თემურ ჩოგაძემ გაიტანეს.
“რუსთავი”: ქარდავა (სეფიაშვილი), სილაგაძე, სალუქვაძე, ბრაჭული, ცარიკაევი, გუჯაბიძე, ზვიადაძე, ციცქიშვილი, მარცვალაძე (გორელიშვილი), ჩოგაძე, ქავთარაძე.
მორიგ საკონტროლო მატჩს რუსთველები 21 თებერვალს ჩაატარებელ. “რუსთავი” რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს “ხიმკის” დაუპირისპირდება.