რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან ათეულობით დახოცილი ცხვარი იპოვეს
რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან ათეულობით დახოცილი ცხვარი იპოვეს

რუსთავის ტყეში, მტკვრის სანაპიროსთან ათეულობით დახოცილი ცხვარი იპოვეს.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ინფორმაციით, ცხვარი მოუვლელობის გამოა დახოცილი.

მისივე ინფორმაციით, დახოცილი ცხვრის ტერიტორიიდან ტრანსპორტირებას ფერმერი უზრუნველყოფს.

„პირველადი დათვალიერებით ინფექციური არ არის, დახოცილია მოუვლელობით, ადგილზე ეტაპობრივად დაგროვდა. დახოცილი ცხვრის ტერიტორიიდან ტრანსპორტირებას ფერმერი უზრუნველყოფს, მასთან კომუნიკაცია უკვე გვქონდა.

ადგილზე შევისწავლეთ ვითარება, საგანგაშო მდგომარეობა არ არის”, – აცხადებს პირველ არხთან საუბარში სურსათის უვნებლობის სააგენტოს ვეტერინარი ზურა მაკარაძე.