რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდობის მცდელობისთვის დაკავებული გოდერძი მახარაშვილი და არჩილ ანთიძე გაათავისუფლა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ქურდობის მცდელობისთვის დაკავებული გოდერძი მახარაშვილი და არჩილ ანთიძე გაათავისუფლა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კატალიზატორის ქურდობის მცდელობისთვის ცხრა თვის წინ დაკავებული გოდერძი მახარაშვილი და არჩილ ანთიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

საქმეზე განაჩენი მოსამართლემ  ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

მათ ბრალად ედებოდათ ქურდობის მცდელობა. საქმე მახარაშვილის წინააღმდეგ 19-177 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, ანთიძის წინააღმდეგ კი ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „დ“ პუნქტებით.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრალდებულების ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები მათი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ ორივე მამაკაცი უკანონოდ დააკავეს.