რუსთავში საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სხდომაზე დღეს „რუსთაველს სტუდენტთა ასოციაციის წევრები“ მივიდნენ. ისინი რუსთაველი სტუდენტებისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო ხაზებზე შეღავათიანი ტარიფის დაწესებას ითხოვენ.
რუსთავის საკრებულოსთან საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.