რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სახელისუფლო ბერკეტები და თავიანთი პარტიული მედიის მეშვეობით, ნაცადი ხერხით ახდენენ ზეწოლას ბიზნესზე
გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას. საზოგადოებას, გვინდა, განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქცია ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „ნაცონალური მოძრაობა“ პარტიული მედიის მეშვეობით, ნაცადი ხერხით ახდენს რეკეტს და ზეწოლას ბიზნესზე.
„„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და ამიტომაც თავიანთი პარტიული მედიის მეშვეობით, ნაცადი ხერხით ახდენენ რეკეტს და ზეწოლას ბიზნესზე და ამით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“, – ნათქვამია განცხადებაში.