რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

19 მომხრე, 15 წინააღმდეგი – რუსთავის საკრებულომ რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ახალი ბიუჯეტი 112 მილიონი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს „ქართული ოცნებისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არც მეორე მოსმენით არ დაუჭირა.

დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რუსთავის საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი. ოპოზიციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე არ დაუჭირეს მხარი რუსთავის მერიის მიერ შეთავაზებულ ბიუჯეტის პროექტს, თუმცა დღევანდელ სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება მოხერხდა.