რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში The Chemical Brothers-ის კონცერტისთვის ემზადებიან
რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში ბრიტანული დუეტის The Chemical Brothers-ის კონცერტის სამზადისი თითქმის დასრულებულია.
The Chemical Brothers-ის შოუსთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური 60-მეტრიანი სცენა მოეწყო.
სცენის მონტაჟი ცოტა ხნის წინ დასრულდა და ახლა ტექნიკის მონტაჟი მიმდინარეობს. გრანდიოზული შოუსთვის თითქმის 20 ტონის მოცულობის ტექნიკა საქართველოში სპეციალურად ჩამოიტანეს.
ჯგუფის ორი წევრი, ტომ როულენდი და ედ საიმონსი, საქართველოს გვიან ღამით ეწვევა.
ელექტრონული საცეკვაო მუსიკის პიონერი დუეტი საქართველოში კონცერტს მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გამართავს.
The Chemical Brothers-ი გრემზე ათჯერ ნომინირებული ჯგუფია, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ჯილდო ოთხჯერ დაიმსახურა.
კონცერტი რუსთავის მოტოპარკში ხვალ გაიმართება.