რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება
12 ნოემბერს, წრიულ რბოლაში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს ჩემპიონატის ფინალი გაიმართება.
ჩემპიონები სამ სხვადასხვა კლასში გამოვლინდებიან. სპეციალურად ფინალური რბოლისთვის, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს ვეტერანი სპორტსმენები ეწვევიან.
პირველად რეგიონში, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით ლამბორგინი შოუ გაიმართება, სადაც მაყურებელი სუპერ ავტომობილების ორთაბრძოლას იხილავს.