რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში“ მიმდინარეობს
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე „საქართველოს ჩემპიონატი წრიულ რბოლაში“ მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
„წრიული რბოლა“-ზე ავტომობილები ერთდროულად იღებენ სტარტს და იბრძვიან პირველობისთვის. რბოლაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მრბოლელები. ჩემპიონი ხდება ის, ვინც ყველა ეტაპზე ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
ფინალური ეტაპი გამოავლენს წლევანდელ გამარჯვებულებსაც.
საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური ლიცენზირებული ორგანიზატორია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი.