რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 29 აპრილს, 13:00 საათიდან წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაიმართება.
წრიული რბოლაზე ავტომობილები ერთდროულად იღებენ სტარტს და პირველობისთვის იბრძვიან.
წრიულ რბოლაში საქართველოს ჩემპიონატი 2012 წლიდან სამ სხვადასხვა კლასში იმართება: „ფორმულა ალფას“ კლასში I ეტაპის გამარჯვებულია სანდრო თავართქილაძე; „Legend cars“ კლასში I ეტაპის გამარჯვებულია არჩილ ბიძინაშვილი. ძარიანი ავტომობილები (BMW COMPACT და HONDA CIVIC) კლასში თითოეულ ეტაპს ჰყავს თავისი გამარჯვებული.
რბოლაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მრბოლელები. ჩემპიონი ხდება ის, ვინც ყველა ეტაპის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს.
ფინალური ეტაპი გამოავლენს წლევანდელ გამარჯვებულებსაც.
საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური ლიცენზირებული ორგანიზატორია რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი.