რუსთავის საბავშვო ბაღებში 6 490 აღსაზრდელიდან დღეს მხოლოდ 249 ბავშვი გამოცხადდა
რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული 6 490 აღსაზრდელიდან დღეს მხოლოდ 249 ბავშვი გამოცხადდა. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებისა და მომატებული ვირუსების გამო. ამიტომ, 15 იანვრამდე ბაღებში თავისუფალი დასწრება გამოცხადდა.
გაერთიანებაში თათბირი მიმდინარეობს და შესაძლოა, თავისუფალი დასწრება 29 იანვრამდე გაგრძელდეს. რუსთავში სულ 21 საბავშვო ბაღია.